- სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია და დროებითი რეგისტრაცია;
- დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება;
- სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
-სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
- სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;
- გირავნობის მოწმობის გაცემა;
-სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის რეგისტრაცია;
- ლიზინგის მოწმობის გაცემა;
- ფიზიკურ პირზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით ან შენახვისა და ტარების უფლებით ) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
- "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "გ1" ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;
- სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, აგრეთვე გადატანის, გადაზიდვის და გადაგზავნის ნებართვების გაცემა;
- ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
- იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
- ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
- პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
- სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
-იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;
- პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;
- მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა;
- იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ქმედებების შესრულება;
- სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
-სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
-დოკუმენტების დამოწმება;
-საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.