112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

არასრულწლოვანთა დაკითხვის ტექნიკა

აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) დაფინანსებით და გულისხმობს არასრულწლოვანთა დაკითხვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტრეინინგის პროგრამის დანერგვას შსს საბაზისო მომზადების კურსის კურიკულუმში. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს აკადემიის ფსიქოლოგთა ჯგუფის მიერ შემუშავდა ახალი თემატური გეგმა საგანში ,,დაკითხვა," რომელიც განკუთვნილი იქნება უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსისათვის. აღნიშნული საგნისთვის დათმობილი იყო 4 აკადემიური საათი, რასაც დაემატა არასრულწლოვნების დაკითხვასთან დაკავშირებული საკითხები და გახდა 8 საათი. აღნიშნული თემატიკა სასწავლო მასალაში გათვალისწინებულია 2009 წლის ივნისის თვიდან.

პროექტის ფარგლებში 2009 წლის 4-8 მაისს შსს აკადემიაში ჩატარდა ტრეინინგი არასრულწლოვანთა დაკითხვის საკითხებზე. ტრეინინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი არასრულწლოვნებთან ურთიერთობების სფეროში ბატონი რიჩარდ ვუდი. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბავშვის განვითარების ეტაპები, ტრამვის გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ბავშვთან კონტაქტში შესვლა, დაკითხვის ეტაპების განხილვა და ა.შ. კურსი თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი როლურ თამაშებსა და დისკუსიებში. აღნიშნულ ტრეინინგზე მომზადება გაიარეს შსს აკადემიის ინსტრუქტორებმა, დეტექტივ-გამომძიებლებმა და პროკურორებმა.