112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

გარდამავალი ინსტიტუციური ხელშეწყობის პროგრამა

2008 წელს დაიწყო ეუთოს პროექტი N 562-XB-TBI -OHM-08 IA 1 სახელწოდებით "გარდამავალი ინსტიტუციური ხელშეწყობის პროგრამა", რომელიც 2009 წელს დასრულდა. პროექტი მიზნად ისახავდა სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას და მოიცვა ინსტიტუციონალური თანამშრომლობის სამ მიმართულება:

  • სასაზღვრო პოლიციის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება;
  • საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • მოსაზღვრე ქვეყნების სასაზღვრო უწყებებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეუთოს მისიისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის მიერ ორგანიზებული სწავლებები გაიარა 137-მა მესაზღვრემ; პროექტი ითვალისწინებდა ერთობლივ სწავლებებს, როგორც საქართველოს საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლების, ისე მოსაზღვრე სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებისათვის.