112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე

მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარებული აქცია: 'იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე', რომელიც საქართველოს ყვლა საჯარო სკოლაში პოლიციელების მიერ ანტინარკოტიკულ თემაზე პრეზენტაციის ჩატარებას ითვალისწინებს. ამ აქციის უმთავრეს შედეგს წარმოადგენს მოსწავლეების მხრიდან სამართალდამცავების მიმართ ნდობის გამოვლენა, არასრულწლოვნებისათვის ვიდეო ჩვნება და აღწერა იმ სიტუაციისა, რაც თან ახლავს ნარკოტიკების მოხმარებას, როგორ ისჯება ნარკომანია კანონმდებლობით და რა შედეგები მოჰყვება სამართლებრივად და მორალურად, ა.შ.

პროექტმა მოიცვა ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით გაკვეთილს უტარებდნენ საუბნო პოლიციის თანამშრომლები, რომლის დროსაც ნაჩვენები იყო პრეზენტაცია სახელწოდებით - 'იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე'. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი იმართებოდა დისკუსია მოსწავლეებსა და უბნის ინსპექტორებს შორის.