112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა (GEPAC)

2007 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 30 მარტამდე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი "საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა". (GEPAC) პროქტის ძირითადი პარტნიორია საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარია, ხოლო ბენეფიციარები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა" (GEPAC) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას ანტი-კორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის გზით ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროექტი ამასთანავე უზრუნველყოფს საქართველოს მიერ "კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის" (GRECO) რეკომენდაციების შესრულების მიზნით თანამშრომლობასა და მხარდაჭერას. პროექტი შექმნილია ნიდერლანდების განვითარებისთვის თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.