112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციისათვის საოპერაციო სახელმძღვანელოს შექმნა

პროექტი დაიწყო 2009 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებითა და აშშ საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების ბიუროს (INL) დაფინანსებით, რომელიც 2010 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ამოცანას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შემდგომი მხარდაჭერა. პროექტის ამოცანაა საზოგადოებრივი კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის გზით წვლილის შეტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოტენციალის გაზრდაში და პროფესიონალურ, პასუხისმგებელ და ეფექტურ სამართალდამცავ ორგანოდ გარდაქმნაში.

პროექტის მიზნები ითვალისწინებს:

  • ოფიციალური გზამკვლევის შექმნას, რომელიც თანხვედრილი იქნება ყველა კანონთან და მინისტრის ბრძანებებთან, ეფექტურ მეთოდებთან და მაღალი სტანდარტის მქონე პროცედურებთან, რომლებიც აღიარებული იქნება ოფიციალურ პოლიტიკად და ფართოდ დაინერგება დეპარტამენტებში;
  • საოპერაციო სახელმძღვანელოს გამოყენებას დეპარტამენტების საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად;
  • ტრენინგების გზით პოლიციის მიერ საზოგადოების მომსახურების გაუმჯობესებას;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შედეგები:

  • სტანდარტული პროცედურების ერთობლივად შემუშავება-გაწერა, საერთაშორისო ექსპერტიზისა და უწყებაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროს საგნის ექსპერტების მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გამოყენებით, ამავე უწყების მოთხოვნების შესაბამისად, IOM-სა და INL-თან მჭიდრო თანამშრომლობით.
  • პროცედურების სახელმძღვანელოს შემუშავება-განვითარება ელექტრონული და ნაბეჭდი (10-მდე კოპია) ვერსიების შექმნა, რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და რომლის შეცვლა, განახლებაც შესაძლებელი იქნება უწყების მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოფს რა სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომელთა ინფორმირებას არსებული პროცედურების შესახებ.
  • შსს-ს პოლიციის აკადემიიდან პროექტში მონაწილე პირთა ცოდნის ამაღლება სტანდარტული პროცედურების შემუშავება-განვითარებაში და სწავლების მეთოდოლოგიებში.