112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის საკოორდინაციო დანაყოფების (ILECU) მხარდაჭერა და გაფართოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

პროექტის ხანგრძლივობა: 2013–2015

დაფინანსებულია: ავსტრიის განვითარების სააგენტო, ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი

განმახორციელებელი პარტნიორები: ავსტრიის კრიმინალური დაზვერვის სამსახური; ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი

ბენეფიციარები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კოსოვო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, უკრაინა

პროექტის ზოგადი მიზანი: კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა მიზნობრივ ქვეყნებში –ILECU-ს ქსელის გაფართოებითა და საერთო ევროპული სტანდარტების დანერგვით.

პროექტის კონკრეტული მიზნები: ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრადი განვითარება ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები :

  • ILECU–ს ხელმძღვანელების დამოუკიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება პრეზიდენტების მიზნობრივი ქვეყნებიდან არჩევის გზით; სამხრეთ–აღმოსავლეთის პოლიციის ასოციაციის ქსელის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაძლიერება.
  • ILECU-ს თანამშრომლებისთვის ტრეინინგ-სისტემის შექმნა (საზაფხულო აკადემია)
  • სამხრეთ–აღმოსავლეთის პოლიციის ასოციაციის (SEPCA) სამოქმედო გეგმის განვითარების მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კოორდინაციის დანაყოფების (ILECUs) გეოგრაფიული გაფართოება მოლდოვვაში, საქართველოსა და უკრაინაში.