Police.ge

საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი 

 საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი საქართველოს პარლამეტის მიერ მიღებულია 2009 წლის 9 ოქტომბერს. კოდექსი ძალაში შედის 2010 წლის 1 ოქტომბერს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. მის შემუშავავებაში სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არამსათავრობო ორგანიზაციები, საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის: აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტი (US Department of Justice), გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაცია (GTZ), ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA), ევროპის საბჭო, ევროკავშირი, საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვ. პროექტის შემუშავების პროცესს, სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს იუსტიციის სამინინსტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უწვედნენ კოორდინაციას. კოდექსის დებულებები, მუშაობის პროცესში, არაერთხელ შეიცვლა და მრავალი დისკუსიის საგანი გახდა. კოდექსის პროექტმა არაერთი შეფასება და ექსპერტიზა გაიარა ევროპის საბჭოს, აშშ-ს და ბრიტანელი ექსპერტების მიერ, მოეწყო ათობით დისკუსია, მრგვალი მაგიდა, პრეზენტაცია და სხვა ღონისძიება. კოდექსის საბოლოოდ მიღებული ვერსია მრავალ პროგრესულ და საინტერესო სიახლეს სთავაზობს ქართული მართლმსაჯულების სისტემას, კერძოდ: 

  • კოდექსის ენის სიმარტივე და ბიუროკრატიული ბარიერების გაუქმება, რამაც გამოიწვია კოდექსის მოცულობის განახევრება;
  • სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილად გატარება, როგორც საგამოძიებო (დაცვის მხარის სრულყოფილი საგამოძიებო უფლებამოსილება), ისე სასამართლო (პროცესს მხარეები წარმართავენ) სტადიაზე;
  • შემოდის ბრალდებულის (დაცვის მხარის) ერთიანი ცნება და სტატუსი;
  • დაზარალებულის მიერ პროცესის მონაწილის სტატუსის შეძენა;
  • მოწმის ნებაყოფლობითი გამოკითხვა პროკურორის/გამომძიებლის მიერ (დაკითხვის ნაცვლად);
  • საპროცესო სისტემის დამყარება სამ მტკიცებულებით სტანდარტზე - დასაბუთებული ვარაუდი, მაღალი ალბათობა, გონივრულ ეჭვს მიღმა;
  • საჯარო ინტერესზე დამყრებული დისკრეციული სისხლისსამართლებრივი დევნის პრინციპის დანერგვა;
  • მხარეთა მიერ საქმის მასალების გაცვლა სრული ოდენობით;
  • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გარდაქმნა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებად და სასამართლო კონტროლის გაძლიერება;
  • ბრალდებულის პირველი წარდგენა მოსამართლესთან 48 საათში;
  • არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების 10-მდე ახალი სახე;
  • წინასასამართლო სხდომა იხსენაბ დევნის დაწყებიდან მაქსიმუმ 60 დღის ვადაში;
  • ზოგიერთი კატეგორიის საქმეზე, პირის უდანაშულობისა თუ ბრალეულობის საკითხს დაადგენს 12 მსაჯულისაგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
  • მარტივდება აპელაციის, კასაციისა და ახლად გამოვლენილი გარემოებებით საქმის განახლების პროცედურები;
  • ინერგება სასამართლო პრეცედენტების სისტემა;
  • რეაბილიტაციისა და სამოქალაქო სარჩელის საკითხები მთლიანად გადადის სამოქალაქო სამართალში.

 ამ და სხვა მრავალი პროგრესული ნოვაციის მეშვეობით, სისხლის სამართლის პროცესი უფრო სწრაფი, ეფექტური, მოქნილი და, რაც მთავარია, სამართლიანი გახდება. კოდექსის დებულებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთვარობამ, ევროკავშირის მხადაჭერით, ჯერ კიდევ 2005 წელს შეიმუშავა სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც განახლდა 2009 წელს.  სამოქმედო გეგმის მიხედვით, კოდექსის ამოქმედებმადე დარჩენილი დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, ჩატარდება ინტენსიური და სპეციალიზირებული სწავლება და ტრენინგი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ყველა მუშაკისათვის, დაიწერება კოდექსის ოფიციალური კომენტარები, შეიქმნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და მოწმეთა დაცვის დახვეწილი ინსტიტუციური მექანიზმები, მოხდება კოდექსის დებულებათა პოპულარიაცია, განხორციელდება შესრულების მონიტორინგი და დაინრეგება სისხლის სამართლის საქმეთა მართვის ელექტრონული სისტემა. ყოველივე ამის განსახიორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორთა მონაწილეობით დაიხარჯება რამოდენიმე მილიონი ლარი.

Created By: Pro-Service Copyright © 2010 MIA. All Rights Reserved.