|
ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, ხშირ შემთხვევაში განიხილება როგორც მონობის თანამედროვე სახეშეცვლილი ფორმა. უბრალო განმარტებით, ტრეფიკინგი მოიცავს პირის ძალისმიერ, მოტყუებით, ან იძულებით რეკრუტირებას, მალვას, შეძენას, ტრანსპორტირებას ისეთი არანებაყოფლობითი აქტების ჩადენის მიზნით, როგორებიცაა: კომერციულ-სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული აქტები (პროსტიტუციის ჩათვლით) ან არანებაყოფლობითი შრომა. ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ხშირ შემთხვევაში, არიან საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის წარმომადგენლები (განსაკუთრებით პოსტკონფლიქტური სიტუაციების_ ყოფილ იუგოსლავიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების შედეგად), ისინი შეიძლება ასევე იყვნენ უმაღლესი განათლების, ყველა რასისა და კლასის წარმომადგენლებიც. ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ 2 მილიონიდან 4 მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ აზიიდან მოდის. ევროპაში 500 000 ადამიანი არის ყოველწლიურად ტრეფიკინგირებული, 20 000 კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადამიანით ვაჭრობა ასევე მატულობს აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა 70% არიან ქალები და გოგონები, რომლებიც ტრეფიკინგიtრებულნი არიან სექსუალური ექსპლუატაციისა და იძულებითი პროსტიტუციისათვის. აღნიშნულ დანაშაულთა ბრძოლისათვის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი იქნა შემუშავებული, ესენია: გაეროს კონვენციის ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ“ ე.წ. პალერმოს კონვენციის დამატებითი ოქმი ,,ადამიანებით ვაჭრობის, განსაკუთრებით ქალთა და ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ“ და ევროსაბჭოს კონვენცია ,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ“.
|