არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის და კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური ხერხების დანერგვა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ეგრედ წოდებული „ძველი ბიჭის" ინსტიტუტის მიმართ წარმატებული ბრძოლა, რომელიც აშკარა საფუძველს წარმოადგენდა ქართველი ახალგაზრდობის კრიმინალად ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა და პოლიციელების მაღალპროფესიონალიზმმა გამოიწვია პოლიციელების პოპულარიზაცია საზოგადოებაში, შეიცვალა ახალგაზრდების მხრიდან დამოკიდებულება სამართალდამცავთა მიმართ, დღეს ისინი უმრავლესობისათვის უკვე მისაბაძი პროფესიის წარმომადგენლები არიან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილელების თანახმად, 2008 წლის 1 ივლისიდან, არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიების უფლებამოსილება ენიჭებათ, მხოლოდ იმ გამომძიებლებს, რომელთაც გავლილი აქვთ სათანადო კურსი: პედაგოგიკა-ფსიქოლოგიაში. შინაგანან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროს დახმარებით უზრუნველყო არასრულწლოვნებთან მომუშავე პოლიციელების გადამზადება/სერთიფიცირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ტრეინინგებით ხდება ამ სფეროში სიახლეების დანერგვა და ეფექტურად გამოყებნება.
არასრულწლოვნებში კრიმინალის არსებობა სტატისტიკური მაჩვენებელის თანახმად კლებადია, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კიდევ მრავალი ძალისხმევაა საჭირო სასურველი შედეგების მისაღებად. |