Police.ge
ბეჭდვა 28.01.2010: განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

..

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1989 წ.დ მაიზერ კვანჭიანი, 1983 წ.დ თემურ გულბანი, 1990 წ.დ გიორგი ფარჯიანი, რომლებიც  მიმდინარე წლის 26 იანვარს   ფულის გამოძალვის მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1931 წ.დ ნური ფიფიას და 1941 წ.დ ნათელა ფიფიას ოჯახს, ,,სკოჩით" შეუკრეს ხელ-ფეხი და განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნის გამოყენებით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. რამაც გამოიწვია მათი გარდაცვალება.   

 

აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის ასევე დაკავებულია  ეჭვმიტანილებთან  კავშირში მყოფი, 1990 წ.დ გიორგი გულბანი.

 

დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. გამოძიებას სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.

 

 

უკან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2010 MIA. All Rights Reserved.