
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1977 წ.დ ზაზა აზნაურაშვილი, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა საკუთარი ბაბუა, მასთან მცხოვრები, 1929 წ.დ მიხეილ აზნაურაშვილი.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.