
2008 წლის 7 მარტს საქართველოს შსს აკადემიის, საქართველოში ეუთოს მისიისა და აშშ საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში აკადემიაში ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი პოლიციელებისთვის ინგლისური ენის სწავლებას, რაც ხელს შეუწყობს:
- მაღალკვალიფიციური პოლიციელების მომზადებას;
- მათ ჩართვას საერთაშორისო მისიებში;
- ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას;
- სხვადასხვა ქვეყნების პოლიციის უწყებებს შორის თანამშრომლობას.
აღნიშნული ცენტრი დღესდღეობით 150 მოქმედ პოლიციელს ამზადებს. პროექტში ჩართულნი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, მომსახურეობის სააგენტოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და საქართველოში ინტერპოლის ბიუროს წარმომადგენლები.
2010 წლის 2 თებერვალს, სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა სტუდენტებისთვის, რომლებმაც დაამთავრეს სწავლების სასერთიფიკატო დონე (Intermediate).ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოში აშშ საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები.