Police.ge
ბეჭდვა 03.02.2010: გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

..

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ქრთამის  აღების ბრალდებით, დაკავებული იქნა ბორჯომის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი არჩილ კალანდაძე, რომელიც მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხის გადამამუშავებელი საამქროების მეპატრონეებს პირდებოდა ხელშეუხებლობასა და მოსალოდნელი პრობლემების მოგვარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა ფულად თანხებს.

დაკავებული პლიციელი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

მოქმედი კანონმდებლობით, ქრთამის არაერთგზის აღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

 

უკან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2010 MIA. All Rights Reserved.