
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს, 1965 წ.დ გოჩა ზარდიაშვილი, რომელმაც გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1968 წ.დ მალხაზ მამისაშვილს, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო