
2010 წლის 31 იანვარს, სოფ. ნიქოზთან დააკავეს ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი (დაბ. 27.11.1967), რომელსაც ოსური მარიონეტული რეჟიმი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში სდებს ბრალს. მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ოსური მხარე რამდენიმე დღეა უარს ამბობს მალხაზ ახვლედიანის გათავისუფლებაზე, რაც აქამდე მიღწეული შეთანხმებების ღია დარღვევაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოითხოვს მალხაზ ახვლედიანის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას