Police.ge
ბეჭდვა 04.02.2010: ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

..

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ადრე ნასამართლევი, 1980 წ.დ გეორქ მანუჩარიანი, რომელმაც  2010 წლის 13 იანვარს, საბურთალოს ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა  1965 წ.დ ალექსანდრე ლომსაძეს, რომელიც   გადაყვანილ იქნა ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მიღებული დაზიანებების შედეგად  28 იანვარს გარდაიცვალა.

აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულია ადრე ნასამართლევი, 1981 წ.დ რამაზ ახვერდოვი. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე, 376-ე და 178-ე მუხლებით.  გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს  სამმართველო.

უკან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2010 MIA. All Rights Reserved.