Police.ge
ბეჭდვა 04.02.2010: სახალხო დამცველის აპარატში ხელი მოეწერა მემორანდუმს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის შესახებ”.

     2010 წლის 4 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ხელი მოეწერა მემორანდუმს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის შესახებ".

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერა: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა ეკატერინე ზღულაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა (სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სახით), ბატონმა გიორგი ტუღუშმა.

ხსენებული მემორანდუმი ეფუძნება 2009 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებულ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმას.

აღნიშნული კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვან სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პოპულარიზებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობას, ეროვნულ უმცირესობათა ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობისთვის მნიშვნელოვანი სხვა ელემენტების დაცვა-შენარჩუნებას.

უკან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2010 MIA. All Rights Reserved.