Police.ge
ბეჭდვა 05.02.2010: ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი

..

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ვლადიმერ ხატიაშვილი. ასევე ქრთამის აღებაში დახმარებისათვის დაკავებულია მოქალაქე, ვლადიმერ ქიზინიძე. ვლადიმერ ხატიაშვილმა ქიზინიძის შუამავლობით, მიკროავტობუსის მძღოლს, დედოფლისწყაროდან ბათუმის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოსძალა 500 აშშ დოლარი.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

  

უკან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2010 MIA. All Rights Reserved.