
2010 წლის 20 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ქალაქ ბორდენთაუნში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, რომელშიც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. მის მადგენლობაში შედიოდნენ ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარომამდგენელი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ჩატარებულ ღონისძიებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა, რომელიც შეჯიბრებაში ასპარეზობდა 75 კგ წონით კატეგორიაში ასწია 185 კგ და დაამყარა მსოფლიო რეკორდი წოლჭიმში, სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელმა გელა გელაშვილმა რომელიც ასპარეზობდა 100 კგ წონით კატეგორიაში ასწია 90 კგ დაამყარა მსოფლი რეკორდი ''ბიცებსებით'' წონის აწევაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლევან ციციშვილმა, რომელიც ჩემპიონატში 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ასწია 97 კგ და დაამყარა მსოფლი რეკორდი ''ბიცებსებით წონის აწევაში.
ჩატარებულ ღონისძიებაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.