
2010 წლის 24 თებერვალს შ.ს.ს. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის შედეგად, კონტრტერორისტული ცენტრის, აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და აჭარის ა.რ. საპატრულო სამმართველოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და მიგრანტის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე დაკავებულ იქნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ოზჯან კარადენიზი დაბ. 1972 წელს, ინდოეთის მოქალაქეები ბუტა რამი დაბ. 1980 წელს, გურპრიდ სინგჰი დაბ. 1976 წელს, ბანგლადეშის მოქალაქეები აზად ჰუსეინი დაბ. 1984 წელს და მუჰამედ ხანი დაბ. 1987 წელს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის II ნაწილის 'ა~ ქვეპუნქტით და 3441 მუხლის II ნაწილის 'ბ~ ქვეპუნქტით.