
2010 წლის 24 თებერვალს შსს აკადემიაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაკავების ჯგუფის თანამშრომელთა პირველმა ნაკადმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ბ-ნმა კახა ლეგაშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა, ქ-ნმა ხატია დეკანოიძემ.
უახლოეს მომავალში იგეგმება დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების რამდენიმე ნაკადის გადამზადება.