
2010 წლის 1 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტის ''კიბერდანაშაულის'' ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო საქმიანობები.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 1, 2 და 3 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებისათვის დაგეგმილია ტრეინინგი კიბერდანაშაულზე, რომელსაც წარუძღვებიან ევროპელი ექსპერტები.
პროექტი ხორციელდება 2009 წლის 1 ივნისიდან, რომლის მთავარი მიზანია ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მხარდაჭერა. პროექტი 12 თვეს გრძელდება და 2010 წლის 31 მაისს დასრულდება.