
2010 წლის 5 მარტს, ქ.თბილისში მცხოვრებმა 1991 წელს დაბადებულმა წარსულში ნასამართლევმა, გიორგი ვახტანგის ძე მიქელაძემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებელი გასროლით, თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა მიაყენა, ქ.თელავში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ დავით სერგის ძე ასათიანს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად, 2010 წლის 7 მარტს გარდაიცვალა, ეჭვმიტანილი გიორგი მიქელაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დაკავებული იქნა ქ.თბილისში შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ. გამოძიება მიმდინარეობს საქ.სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით და 236-ე მუხლის I და II ნაწილებით. გამოძიებას აწარმოებს კახეთის სამხარეო სამმართველო.