
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1986 წ.დ რამინ კარიმოვი, რომელმაც მიმდინარე წლის 9 მარტს, 1988 წ. დ შახინ ომაროვს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. შახინ ომაროვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო.