შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • ბრიტანული მხარის ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარია...
24-01-2019

ბრიტანული მხარის ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა (EN)

დღეს საღამოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, ბრიტანული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა.
საჯიდ ჯავიდმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის, ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.