შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • გდდ-მ პანკისის სოფლებში მდებარე 2 ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა (EN)
28-12-2016

გდდ-მ პანკისის სოფლებში მდებარე 2 ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების - ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. პანკისელებისთვის მათ სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი შეაგროვეს, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.
აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ბიბლიოთეკით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.