შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (EN)
14-06-2025

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 14 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.