შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • მაშველებმა 28 წლის ქალი დახრჩობას გადაარჩინეს (EN)
27-07-2017

მაშველებმა 28 წლის ქალი დახრჩობას გადაარჩინეს (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ოზურგეთში, სოფ. შემოქმედში, მდ. ბჟუჟიდან 28 წლის ქალი უვნებლად გამოიყვანეს.
სააგენტოში შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა ქალი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.
გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. ოზურგეთი) მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ, გასაჭირში მყოფ ქალბატონს მყისიერი დახმარება აღმოუჩინეს და დახრჩობას გადაარჩინეს.
ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.