შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • მაშველებმა 3 უკრაინელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს (EN)
14-08-2017

მაშველებმა 3 უკრაინელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს (EN)

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, ბაშილის უღელტეხილზე, უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა და სამივე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.