შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • პოლიციამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დააკავებულია ერ...
24-06-2019

პოლიციამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დააკავებულია ერთი პირი (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1943 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიძეს - 1980 წელს დაბადებული ბ.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ჯერ გარდაბანში მდებარე კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.