შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • პოლიციამ გურიაში 4 მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა (EN)
27-08-2019

პოლიციამ გურიაში 4 მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსხვილფეხა პირუტყვის ჯგუფურად ქურდობის ფაქტებზე 2 პირი - 1976 წელს დაბადებული კ.მ. და 1981 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა გურიაში მოქალაქეების კუთვნილი 4 ძროხა მოიპარეს და გაყიდეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.