შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • პოლიციამ რუსთავში 2 მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა (EN)
03-02-2019

პოლიციამ რუსთავში 2 მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის რუსთავის მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.