შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • პოლიციამ რუსთავში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა (...
09-12-2018

პოლიციამ რუსთავში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19 177-ე მუხლით მიმდინარეობს.