შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავ...
17-02-2017

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს.

მეხანძრე-მაშველები მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. ამჯერად, სისხლი სააგენტოს 50-მდე თანამშრომელმა გაიღო.

აქციის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.