შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა (EN)
03-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გ.გ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 2001 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.