შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდ...
28-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.