შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)
12-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (EN)

12 ივლისს 08:30, შინაგან საქმნეთა სამინისტროს ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განიცადა მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“.

ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ვერტმფრენის გაფრენა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში როტაციის, სურსათით, საწვავ-საპოხი მასალებითა და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკლვევა და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.