შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონულ ბაზაზე ეკლესი...
05-05-2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონულ ბაზაზე ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი (EN)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და შს სამინისტროს თანამშრომლები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონულ ბაზაზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მშენებლობის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ და საძირკვლის ჩაყრაში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ეკლესიას საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით აშენებს.