შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია...
04-08-2019

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ უახლესი საექსპერტო ტექნიკა გადასცა (EN)

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 300 ათასამდე ლარის ღირებულების უახლესი ტექნიკა - ვიდეოსპექტრალური ანალიზატორი საჩუქრად გადმოსცა.

აღნიშნული მოწყობილობა დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელს შეუწყობს დოკუმენტების ღრმა შესწავლასა და სიყალბის განსაზღვრაში.

IOM-ის წარმომადგენელი საქართველოში - მარკ ჰულსტი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო.