შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დ...
21-11-2016

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს (EN)

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.

აქციაში დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ აქციაში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირების მიზნით, რეგულარულად მონაწილეობს.