შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს (EN)
01-09-2017

შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს (EN)

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფოთსა და ურეკში, 12 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 5 წლის ბიჭი, ყველაზე ასაკოვანი კი 73 წლის მამაკაცი იყო.
შავი ზღვის სანაპიროზე, გუშინ, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგს, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართული იყო ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.
ამ დროისთვის, საშტორმო მდგომარეობა მოხნილია. შესაბამისად, ყველა საგუშაგოზე აღმართულია თეთრი ალმები.