შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გმირთა მემორიალი ყვავი...
27-09-2018

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო (EN)

დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სახელით, ვიცე-პრემიერ და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო.