შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • 6:1 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ
23-06-2015

6:1 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდი შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გუნდს დაუპირისპირდა.

სააგენტოს თანამშრომლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და მოწინააღმდეგე ამჯერადაც, დიდი ანგარიშით, 6: 1 დაამარცხეს. მინიფეხბურთში ჩატარებული შიდაუწყებრივი ჩემპიონატის მიზანია ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს შორის პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ჩემპიონატი 20 მაისს დაიწყო და 29 ივნისამდე გაგრძელდება. მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 დანაყოფი იღებს მონაწილეობას.