შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მი...
31-05-2020

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიატ ეივაზოვი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პოლიციის დღეს ულოცავს.
"ნება მიბოძეთ, გულითადად მოგილოცოთ თქვენ და სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის დღე და თითოეულ თქვენგანს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო თქვენს მნიშვნელოვან და დიდებულ საქმიანობაში.
დღეს ქართული პოლიცია ემსახურება ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს და კეთილსინდისიერად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, სტაბილურობის შენარჩუნებისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის კუთხით. მსურს, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო ჩვენი უწყებათაშორისი მიზნობრივი ურთიერთობის დონე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთნდობასა და მხარდაჭერას ეყრდნობა, კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და მუდამ შეინარჩუნებს განვითარების ტემპს.
ამ სასიხარულო დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას საქართველოს მეგობრულ ხალხს"- ნათქვამია ვილაიატ ეივაზოვის მილოცვაში.