შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანიძის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
27-07-2017

დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანიძის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 130-მდე მეხანძრე მაშველი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, 33 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდა. ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ამ დროისათვის, არჯევანიძის ტყეში ხანძრის კერები სრულად ჩამქრალია.

მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი დასახლებულ პუნქტში არ გავრცელებულა.