შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა ...
17-05-2014

დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს.
მაშველებმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, შსს-ს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების - სულ 150 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სტიქიის ზონაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.