შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი გახარია: ჩვენი და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ჰეროინის ტ...
30-08-2018

გიორგი გახარია: ჩვენი და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ჰეროინის ტრეფიკის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა არის მნიშვნელოვანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანელ კოლეგას - რამილ უსუბოვს შეხვდა.

მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებასა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ და რამილ უსუბოვმა, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ტურისტული ნაკადების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები.

"ვისაუბრეთ საზღვრის მართვაზე. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნარკოტრაფიკის კონტროლი. ამ მიმართულებით გამოწვევები საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით, ირანის ფაქტორის გათვალისწინებით და ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ, რომ კონკრეტულად ჰეროინის ტრაფიკს ირანიდან ერთობლივად ვებრძოლოთ. ეს სერიოზული გამოწვევაა და ვფიქრობ, აქ გამოსავალი არის მხოლოდ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. სხვანაირად, ცალკეულ სახელმწიფოებს მსგავსი ტრანზიტის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლა საკმაოდ გაუჭირდებათ", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შემდეგ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.