შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილმა TCR International-ის მხარდასაჭერად საცდელი რბოლა განახორციელ...
01-04-2017

გიორგი მღებრიშვილმა TCR International-ის მხარდასაჭერად საცდელი რბოლა განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიან ავტომობილებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინასაკვალიფიკაციო ვარჯიშს დაესწრო. გიორგი მღებრიშვილმა TCR International-ის, ჩემპიონატში მონაწილე მრბოლელების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიისა და „სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად, საცდელი რბოლა სარბოლო ავტომანქანით სიმბოლურად თავადაც განახორციელა.