შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კახეთის სამხარეო პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
30-03-2011

კახეთის სამხარეო პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები 1984 წელს დაბადებული ზვიად სიბაშვილი.

ა/წ 29 მარტს ბრალდებულმა ზვიად სიბაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის არეში 1967 წ.დ. ივანე ბერუაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს მისმიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე მუხლით. რაც ითვალისწინებს 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.